მიხეილ ყაველაშვილმა, გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარმოდგენილი ექსპოზიცია დაათვალიერა

მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP31) ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარმოდგენილი ექსპოზიცია დაათვალიერა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით მოწყობილ პავილიონში წარმოდგენილია საქართველოს მიღწევები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე ქვეყნის მდგრადი განვითარების პრიორიტეტები.

გაერო-ს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენცია (COP31), რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში იმართება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

✕