9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1758831403
ქართულ საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, არაერთმა ლიდერმა, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისაუბრა ღირებულებებზე, რომელსაც საქართველო იცავს.
„ქართულ საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას, არაერთმა ლიდერმა ისაუბრა ღირებულებებზე. აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლა. ღირებულებებს, რომლებსაც ის შეეხო, ჩვენ ამ პრინციპებს ვიცავთ. ეს ეხებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტს, კულტურის დაცვას, საკუთარი ქვეყნების პირველ ადგილზე დაყენებას და ყველას მოუწოდებდა, თავიანთ ქვეყნებს მიხედონ. ჩვენ ეს პროცესი დიდიხანია, დაწყებული გვაქვს. ის ასევე შეეხო ოჯახისა და რწმენის თემას, რომელსაც იცავს ჩვენი ქვეყანა. საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, რომ მყარად იყვნენ“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.