1765919119
მიხეილ ყაველაშვილი: მაკრონის განცხადება იმას ნიშნავს, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ, გზებს ეძებენ, როგორ უნდა დამთავრდეს უკრაინის ომი
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი მედიასთან საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას ეხმაურება. როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, განცხადებიდან ჩანს, რომ მათ გამოსავალი აღარ აქვთ და გზებს ეძებენ, როგორ დამთავრდეს უკრაინის ომი.
„მაკრონის ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ, გზებს ეძებენ როგორ უნდა დამთავრდეს უკრაინის ომი. სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ არ იყო მარტო სურვილი, ეს არის გრძელვადიანი ხედვა და გამოწვევების აღქმა. ის პრიოცესი რაც დღეს გრძელდება და პოზიცია, რომელიც საქართველოს აქვს დღეს ბევრ ქვეყანას უნდა, რომ იგივე პოზიციაში იყო. ამიტომ არის, რომ ჩვენ გვაქებენ“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „ვლადიმერ პუტინთან საუბარი სასარგებლო იქნება“.











