საფრანგეთის ეროვნული მაუწყებელი საბავშვო ევროვიზიის მასპინძლობაზე უარს აცხადებს
1766158068
2026 წელი ორი უძლიერესი პლანეტის - იუპიტერისა და სატურნის გავლენით აიღებს სტარტს. იუპიტერი კირჩხიბის ნიშანში გადავა, რაც სახლსა და ოჯახზე, პირად და ახლობელთა უსაფრთხოებაზე ზრუნვას გააძლიერებს, სატურნი კი, ვერძის ზოდიაქოში აღმოჩნდება და ერთი მხრივ, ახალ საწყისს ჩაუყრის საფუძველს, მეორე მხრივ, პასუხისმგებლობის გრძნობასა და გააზრებულად მოქმედების სურვილს განამტკიცებს.
2026 წელი პირველ რიგში, შინაგანი ზრდის, მორალური საყრდენის განსაზღვრის, ნამდვილი ფასეულობების მოძიების და რეალობის ახლებურად აღქმის წელი იქნება.
ცხენი კოლექტიური ცხოველია და არ უყვარს მარტოობა, ამიტომ სასიკეთო იქნება ახალი წლის ღამეს "დიდ რემად" შეკრება და წლის მფარველის კოლექტიურად დახვედრა, თუმცა არ ღირს ზედმეტი ხმაურისა და აჟიოტაჟის მოწყობა, რადგან ასე მხოლოდ თავს შეაწყენთ "მის უდიდებულესობას", რომელსაც ძალიან არ მოსწონს ქაოსი და ყალბი ბრწყინვალება.
უმჯობესია, დღესასწაული მშვიდ, მყუდრო გარემოში აღნიშნოთ ელეგანტურად სერვირებული ვახშმით და მინიმალური სიმბოლური მორთულობით ან სუფთა ჰაერზე, კოცონის გარშემო მოაწყოთ წვეულება, თუმცა ამ შემთხვევაშიც ზედმეტი "ტრიუკებისა" და თავის გამოდების გარეშე.