1765919119
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი ყანდაშვილი წევრებს თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდებს
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი ყანდაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს.
იგი მოუწოდებს კოლეგებს, მივიდნენ არჩევნებზე და საკუთარი ნება დააფიქსირონ. მისივე თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში იგი ყველა ადვოკატის უფლებას დაიცავს.
ამასთან, ასოციაციაში აცხადებენ, რომ სწორედ ადვოკატებზეა დამოკიდებული, ვინ გახდება ასოციაციის თავმჯდომარე, ვინ უზრუნველყოფს ასოციაციის განვითარებას და გაძლიერებას, და ვინ დაიცავს თითოეული წევრის ინტერესებსა და უფლებას.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური 21 დეკემბერს, 10:00-19:00 საათზე, ექსპო ჯორჯიას XI პავილიონში გაიმართება.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად პირველი ტური 14 დეკემბერს გაიმართა. ხმების დათვლის საბოლოო შედეგებით, ირაკლი ყანდაშვილმა - 1269 ხმა, მეორე კანდიდატმა ირაკლი ჩომახაშვილმა კი 1106 ხმა აიღო. ხმების უმრავლესობა - 50%+1 ხმა, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. არჩევნებში სულ მონაწილეობდა 2 752 ამომრჩეველი. ამასთან, 14 დეკემბერს ასოციაციაში გამართულ კრებაზე აირჩიეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრები.
რამდენ ლარად შეიძენთ უცხოურ ვალუტას უქმეებზე
1766149574












