იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ ინიცირებისას იყო კონსულტაციები, რა სახე უნდა ჰქონოდა პროექტს, რათა არ ყოფილიყო მტკივნეული, ყოფილიყო ყველასთვის გასაგები, მარტივად წარმოჩენილიყო პროცესი, რომ საუბარი იქნებოდა მხოლოდ გამჭვირვალობაზე, თანხების მოძრაობაზე და არა ვინმეს აკრძალვაზე.
„ამ კანონის ინიცირებას ვიდრე მოვახდენდით, უკვე იყო ზარი, ასე ვთქვათ, გზავნილი ამერიკის საელჩოს ერთ-ერთი წარმომადგენლის, რომ დავალებაა, კანონი არ უნდა იყოს მიღებული, თორემ ჩვენ ამ კანონს დავარქმევთ რუსულს და გავაკეთებთ მობილიზაციას. ზარი იყო ხელისუფლებასთან. ეს ცნობილია, არც დაუმალავს ქალბატონ კელი დეგნანს, გამოვიდა და თავად განაცხადა ეს ყველაფერი. იძულებული იყო, თავად განეცხადებინა, იმდენად მიუღებელი იყო მათთვის ამ კანონის მიღება. მაშინ გამიკვირდა, რას ნიშნავს, რუსულს დაარქმევ? კანონმდებლებს არ გვაქვს უფლება, დავაინიციროთ კანონი? ამას მოჰყვა შემდეგი – ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით, ყველა ჯგუფს გავაერთიანებთ თქვენ წინააღმდეგ“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, კანონის მხოლოდ ინიცირებული იყო და ერთ-ერთ ბრიფინგზე ნათელი გახდა, რომ კანონპროექტი უკვე რუსულ კანონად იყო შეფასებული.
„გთხოვდნენ უკვე, რომ გაგვეწვია, რადგან ეს არის რუსული კანონი და ამას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვება. გესმით, რასთან გვაქვს საქმე?“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.