„წყალი ბაკურიანი" განცხადებას ავრცელებს
1738666071
სახელმწიფოსა და ხალხის ერთად დგომამ, ხელისუფლების გონივრულმა პოლიტიკამ, ქვეყნის გადარჩენის პარალელურად, შესაძლებელი გახადა, ჩვენი ეკონომიკა ბოლო სამი წლის განმავლობაში საშუალოდ 10-%-ით გაზრდილიყო, განხორციელებულიყო სტრატეგიული დანიშნულების პროექტები, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ყველაფრის შედეგად გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, საჯარო მოხელეების ხელფასები, პენსიები და თითქმის ყველა მნიშვნელოვანი დარგის დაფინანსება.
„ნიშანდობლივია, რომ ჩვენ ეს ყველაფერი მოვახერხეთ მსოფლიოში მიმდინარე ომების, კრიზისებისა და ეკონომიკური პრობლემების ფონზე. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კვლავ წარმატებით გრძელდება. ამ მიმართულებით მოწინავე პოზიციებს ვიკავებთ. ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისკენ. საქართველო ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ინვესტორებისთვის. რომ არა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ჩვენ ვერ შევძლებდით ამ ყველაფერს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს მშვიდობის განსაკუთრებული ფასი – მის გარეშე შეუძლებელია, ვისაუბროთ რაიმე სახის განვითარებასა და წარმატებაზე,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.