მიხეილ ყაველაშვილი - ანტონიუ გუტერეშმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დიდ ზეწოლას გავუძელით, მადლობა გადაგვიხადა, რომ ასეთი სწორი, მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გზა აქვს არჩეული საქართველოს

მიხეილ ყაველაშვილი

ანტონიუ გუტერეშმა მადლობა გადაგვიხადა, რომ ასეთი სწორი, მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების გზა აქვს არჩეული საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„შეხვედრაზე გენერალურმა მდივანმა ბატონმა გუტერეშმა აღნიშნა, რომ ძალიან დიდ ზეწოლას გავუძელით. დიდი მადლობა გადაგვიხადა იმისთვის, რომ ასეთი სწორი, მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების გზა აქვს არჩეული საქართველოს. ამას ყველა ხედავს, აღნიშნავს და ძალიან სასიამოვნოა ასეთი შეფასებები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.