გიორგი გაბუნია: ოპოზიციის მცდელობა, რომ ვითარება არიოს, ფუჭად ჩაივლის, როგორც კი, ნებისმიერი ქმედება კანონის ჩარჩოებს გასცდება, პასუხი კანონის ფარგლებშივე იქნება

გიორგი გაბუნია

ოპოზიციის მცდელობა, რომ ვითარება არიოს და საზოგადოება დაამძიმოს, ფუჭად ჩაივლის, რადგან მათ საზოგადოების ნდობა არ გააჩნიათ, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში კანონმდებლობით აზრისა და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული, მაგრამ როგორც კი, ნებისმიერი ქმედება კანონის ჩარჩოებს გასცდება, ამაზე პასუხი კანონის ფარგლებშივე იქნება.

„ქართული ოცნება“ 4 ოქტომბერს გამარჯვებას იზეიმებს. ჩვენ 64 მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ოპოზიციის მცდელობა, რომ სიტუაცია არიოს და საზოგადოება დაამძიმოს, ფუჭად ჩაივლის, რადგან მათ საზოგადოების ნდობა არ გააჩნიათ. მათ ქვეყანაში სიტუაციის არევის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. რა თქმა უნდა, კანონმდებლობით, ქვეყანაში აზრისა და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული, მაგრამ როგორც კი, ნებისმიერი ქმედება კანონის ჩარჩოებს გასცდება, ამაზე პასუხი კანონის ფარგლებშივე იქნება“, – განაცხადა გიორგი გაბუნბიამ.