27 საელჩოს ერთობლივი განცხადება
1758705818
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა ეხმაურება ოპოზიციის მიერ 4 ოქტომბრისთვის დაანონსებულ რევოლუციას, რომელსაც რადიკალები შენობების პიკეტირებითა და მუნიციპალური სამსახურების გაჩერებით გეგმავენ.
„ეტყობა, ეს არის ბოლო დაფინანსებული რევოლუციური სცენარი. ძველი მთავრობის, „ნაცების“ ანასხლეტები გამოირჩევიან განცხადებებით, რომ თავი მოაწონონ ან მათ დამფინანსებელს ან მათ პატრონებს, რაღაც მკვეთრი განცხადება გააკეთონ - თურმე, პიკეტირება უნდა მოაწყონ ერთ ადგილას, მეორე ადგილი გადაკეტონ. ვის აშინებენ? ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს”, - განაცხადა ზარქუამ.