27 საელჩოს ერთობლივი განცხადება
1758705818
,,ძალადობას ემიჯნებიან "ლელო-ძლიერ საქართველოში", თუმცა თვლიან, რომ მუნიციპალური სამსახურების პარალიზება შექმნილ ვითარებაში ეფექტური უნდა იყოს. თბილისის სანქცირებულ პარალიზებაზე კოალიციის მერობისა და ვიცე-მერობის კანდიდატებმა მათი არჩევის შემთხვევაში ისაუბრეს.
კუპრაძე-ელისაშვილის განცხადებებს პოლიტიკური ექსტრემიზმად აფასებს მმართველი გუნდი.
"მათ ხელში ერთადერთი დანაპირები, რომელიც შეიძლება იყოს გაცემული, არის ის, რომ მოხდება ქალაქის პარალიზება და კოლაფსი, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ არავითარი კომპეტენცია, პროფესიონალიზმი, შესაბამისი უნარები იმისთვის, რომ თავი გაართვან ქალაქის ეფექტიანად მართვას. ასე რომ, ეს კიდევ ერთხელ არის, გარკვეულწილად, წამოცდება, თუმცა, მეორე მხრივ, გარკვეული სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის ამაში“, - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი.