პოლონეთმა ბელარუსთან ორი კვირის მანძილზე ჩაკეტილი საზღვარი გახსნა

nk

პოლონელმა მესაზღვრეებმა გვიან ღამით ბელარუსთან სასაზღვრო-გამშვები პუნქტები გახსნეს და ავტოტრანსპორტის შეშვება დაიწყეს. ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.

მოგვიანებით პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ გაიხსნა სასაზღვრო-გამშვები პუნქტები ბრესტი-ტერესპოლი (მსუბუქი ავტომობილებისთვის), კოზლოვიჩი-კუკურიკი (სატვირთო ავტომობილებისთვის) და სამი სარკინიგზო გადასასვლელი: გროდნო-კუზნიცა-ბიალოსტოცკაია, სვისლოჩ-სემიონოვკა და ბრესტ-ტერესპოლი.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი 12 სექტემბერს რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნების „დასავლეთი 2025“ გამო ჩაკეტა.