მიხეილ სარჯველაძე: 3 დეკემბრის მონაცემებით, 26 პაციენტია გადაყვანილი კლინიკებში სხვადასხვა სიმძიმით. პრაქტიკულად, არცერთ შემთხვევაში არ არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფატალური ან მძიმე შედეგების მოლოდინია

მიხეილ სარჯველაძე

პრაქტიკულად, არცერთ შემთხვევაში არ არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფატალური ან მძიმე შედეგების მოლოდინია, - განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, მხოლოდ 3 დეკემბრის მონაცემებით, 26 პაციენტია გადაყვანილი კლინიკებში სხვადასხვა სიმძიმით.

„როგორც მოგეხსენებათ, აქციების დაწყების დღიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური პრაქტიკულად შეუწყვეტლივ, მუხლჩაუხრელად შრომობს იმისთვის, რომ ყველა პაციენტისთვის იყოს უზრუნველყოფილი სამედიცინო დახმარება. ამ დრომდე, საბედნიეროდ, ამ ყველაფერს წარმატებით ართმევს თავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.

უკლებლივ ყველა პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, ყველა იღებს ასეთ დახმარებას და ვისაც ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, შესაბამისად ისინი თავსდებიან შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში.

ამჟამად სხვადასხვა ხარისხის და სხვადასხვა ტიპის დაზიანებებით შედიან სამედიცინო დაწესებულებებში, კლინიკებში პაციენტები. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ დღის, 3 დეკემბრის მონაცემებით, 26 პაციენტია გადაყვანილი კლინიკებში სხვადასხვა სიმძიმით. ბუნებრივია, ყველას გაეწია სათანადო მკურნალობა. პრაქტიკულად, არცერთ შემთხვევაში არ არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფატალური ან მძიმე შედეგების მოლოდინია“, - აღნიშნა მან.