ყველამ უნდა იცოდეს, რომ დანაშაული როდესაც ხდება, ამის ნებისმიერი ფორმით წახალისება და მხარდაჭერა ასევე დანაშაულში თანამონაწილეობაა - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

ყველამ უნდა იცოდეს, რომ დანაშაული როდესაც ხდება, ამის ნებისმიერი ფორმით წახალისება და მხარდაჭერა ასევე დანაშაულში თანამონაწილეობაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, ნურავის გაუკვირდება, რომ სახელმწიფო უწყებები მათ წინააღმდეგ შესაბამის ქმედებებს ატარებენ.

„ეს ადამიანები რასაც ამბობენ, პირდაპირ პასუხისმგებლობიდან გაქცევა და თავის არიდებაა იმისგან, რაც არაერთხელ ტელევიზიებით და საკუთარი თვალებით ვნახეთ. ამ ფონდების საქმიანობა დანაშაულის წახალისებას და დანაშაულში დახმარებას პირდაპირ უკავშირდება. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაზე თავის არიდება არავის გამოუვა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ დანაშაული როდესაც ხდება, ამის ნებისმიერი ფორმით წახალისება და მხარდაჭერა ასევე დანაშაულში თანამონაწილეობაა. ნურავის გაუკვირდება, რომ სახელმწიფო უწყებები მათ წინააღმდეგ შესაბამის ქმედებებს ატარებენ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.