„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმეში სახელმწიფო ბრალდებას უტყუარი მტკიცებულებები აქვს.
„მიხეილ სააკაშვილსა და მის ადვოკატებს არანაირი ფაქტობრივი არგუმენტები არ გააჩნიათ იმის საწინააღმდეგოდ, რასაც სახელმწიფო და პროკურატურა უყენებს. რა თქმა უნდა, ეს პროცესები, საზოგადოების დეტალურად დაკვირვების ქვეშაა. დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო, კიდევ ერთხელ, ძალიან სამართლიან და აუცილებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს“, - აცხადებს ნინო წილოსანი.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეს განიხილავს.