რა ვითარებაა საგურამოში ძლიერი წვიმის შემდეგ

საგურამო

ძლიერი წვიმის შემდეგ საგურამოში საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა. ტერიტორიაზე, ამ დრომდე, ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია სპეცტექნიკა. გზების დატბორვის გარდა, მთიდან წამოსულმა ნიაღვარმა საცხოვრებელ სახლებშიც შეაღწია.

პარალელურად, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის მოსაგვარებლადაც. დენთან ერთად შეიზღუდა წყლის მიწოდებაც, მათ შორის, თბილისის დიდი ნაწილისთვის. მიზეზი საგურამოს სათავე ნაგებობის დატბორვაა.

საგურამოში დილიდან დაიწყება ზარალის დათვლა. ადგილზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ინტენსიურმა წვიმამ შიდა ქართლიც, მათ შორის, გორიც დააზარალა.