პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"მიხეილ სააკაშვილმა უაზრო დრამებს თავი უნდა დაანებოს. თუ ის ჯანმრთელობის გაუარესების მეთოდით იბრძვის, მაშინ უარი უნდა თქვას ციხეში ყოველგვარ სამედიცინო შემოწმებაზე, საკვების მიღებაზე და მართლა გახდეს ავად", - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ისეთი ფაქტი უნდა იყოს, რასაც „ქართული ოცნება“ ვერ უარყოფს. ამაზე სერიოზული ლაპარაკი ამის შემდეგ შეგვიძლია. უკვე იმდენჯერ გავიგონეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ავად, სადღაც გადაიყვანეს, გული შეუწუხდა და იმდენჯერ დაიწერა დასკვნა, რომ ამის უკვე აღარავის სჯერა. ეს იცის „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის ანალიზებს ყურადღებით აკვირდება. თუ გვინდა, “ქართულ ოცნებას” ეს თავდაჯერებულობა წავართვათ, სააკაშვილმა მეტად უნდა გარისკოს, მათ შორის, უარი უნდა თქვას ნებისმიერ სამედიცინო მომსახურებაზე. ამ შემთხვევაში, “ქართულმა ოცნებამ” შეიძლება, მართლა იფიქროს, რომ სააკაშვილი ცუდად არის. სანამ სისტემამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ანალიზების პასუხები იცის, დრამებით ადამიანების განწყობას ვერ შეცვლის“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.