პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ გუშინ სააკაშვილმა გონება დაკარგა.
„გუშინ გვიან ღამით დაკარგა გონი, თუმცა ექიმების დაუყოვნებლივი ჩარევის შედეგად ეს პრობლემა აღმოიფხვრა, რისთვისაც ძალიან მადლობელია სამედიცინო პერსონალის მიმართ, რომ ასე მყისიერად იქნა სამედიცინო დახმარება მისთვის აღმოჩენილი. წარმოდგენაც არ გვინდა თუ რა შედეგი შეიძლება დამდგარიყო თუკი ეს მოხდებოდა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში.
როგორც ჩანს ეს საერთო სისუსტით გამოწვეული გონის დაკარგვის მომენტი, დამატებითი დეტალი ჩემთვის არაა ცნობილი, ნამდვილად არ ვიცი კონკრეტულად რა იყო გამომწვევი მიზეზი. ახლა ნორმალურად არის, ნორმალურად არის იმ თვალსაზრისით, რომ ის სერიოზული პრობლემები რაც მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსად გამქრალა, ისევ იგივე მდგომარეობაში, უბრალოდ გონის დაკარგვის შემდეგ მისი გონზე მოყვანა მოხერხდა და არის ისე როგორც მანამდე იყო, საკმაოდ რთული მდგომარეობა აქვს“, - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.