„ომი ახალ ფაზაში გადადის“ - უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადება

უკრაინა

"ომი ახალ, გაჭიანურებულ ფაზაში გადადის" - ეს განცხადება ცოტა ხნის წინ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა, რომელსაც ადგილობრივი მედია გამოცემა აქვეყნებს. 

"რუსეთი მრავალი თვალსაზრისით გრძელვადიანი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება. ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოსა და NATO-ს გენერალური მდივნის წინაშე გამოსვლისას გამოთქვა.

„ხერსონის რაიონში, ზაპოროჟიეს რაიონში, ოკუპანტები საინჟინრო და საფორტიფიკაციო სამუშაოებს ახორციელებენ, რათა თავდაცვაზე გადავიდნენ“, - წერს ის.

უკრაინის საზღვართან, ბელორუსის ჯარები აქტიურ მანევრებს ახორციელებენ, რაც უკრაინის არმიას სარეზერვო ძალები იმ შემთხვევაში აიძულებს თუ „მოსკოვი ზეწოლას მინსკში შეჭრაზე მოახდენს“. - ამბობს რეზნიკოვი.