რას ამბობს „ვივამედის“ დირექტორი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

nino

„ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„ზოგადად, ნებისმიერი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენთვის უპირველესია, მთავარი, რითაც ვხელმძღვანელობთ, ეს არის - არ ავნო. შესაბამისად, ნებისმიერი ფრაგმენტულად მოწოდებული ინფორმაციის გაცემის წინააღმდეგი ვარ, მით უმეტეს, თუ ეს ეხება პაციენტის მდგომარეობას.

მიმდინარეობს კლინიკური კვლევები, ჩართულები არიან სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები, მერწმუნეთ, ყველა პაციენტთან ასეთი გულისხმიერი დამოკიდებულება გვაქვს, როცა გვექნება კონკრეტული შედეგები, კონკრეტული დასკვნები დაიდება, რა თქმა უნდა, პაციენტის ნებართვით, შემდეგში გავასაჯაროებთ ამ ყველაფერს“, - განაცხადა ნადირაძემ.