ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პროკურორებს და მოსამართლეს სასამართლო პროცესზე კორექტული საქციელისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა პროკურორებს ვუთხრა, მადლობა ძალიან კორექტული საქციელისთვის და ასევე, მოსამართლესაც. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვაღიარებ ამ პირობებში არც სასამართლოს და არც პროკურატურას, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გამოადგება მომავალ საქართველოს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება.