1744908938
მიხეილ სააკაშვილი მოიხდის სასჯელს ისე, როგორც სხვა პატიმრები - კახა კალაძე

„პოლიტიკური კრიზისი გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას". ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს",- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული, მას აქვს სასჯელი კონკრეტულ დანაშაულებზე და მოიხდის მას ისე, როგორც ყველა პატიმარი",- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ინიციატივით გამოდის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი მის ეპარქიაში მოიხადოს.