1737312489
მეტოქის ნახევრიდან გაშვებული გოლი ახალი ქოცური რეკორდია - არველაძე მამარდაშვილზე
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე საქართველო მაროკოს გუშინდელ მატჩს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
,,ვაა… მეტოქის ნახევრიდან გაშვებული გოლი ახალი ქოცური რეკორდია…“
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები, არაბეთის გაერთიანებულ საამიროების ქალაქ შარჯას სტადიონზე, მუნდიალის მონაწილე მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდა, 0:3 დამარცხდა.
მე-5 წუთზე, ანგარიში „სევილიას“ თავდამსხმელმა იუსეფ ენ-ნასირიმ გახსნა. წონასწორობის აღდგენა 10 წუთში დავით ვოლკოვს შეეძლო, მაგრამ რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. 29-ე წუთზე კი ჰაკიმ ზიეშმა ისეთი გოლი გაიტანა, რომელიც რამდენიმე წუთში სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა – „ჩელსის“ ნახევარმცველმა გურამ კაშიას გადაცემა ჩაჭრა, კარიდან გამოსული გიორგი მამარდაშვილი შენიშნა და ცენტრთან ახლოს, მოედნის საკუთარი ნახევრიდან გაიტანა.