დაურ ბუავას დედა საქართველოშია
1788194838
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ BBC-ს განუცხადა, რომ მალე რუსული საზოგადოება საბოლოოდ მიხვდება, რომ მათი ახალგაზრდა ჯარისკაცები არაფრის გამო კვდებიან, ეს მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ამბიციების გამო ხდება.
კლიჩკომ, რომელმაც თავისი ხანგრძლივი რეკორდული კარიერის განმავლობაში თაყვანისმცემლების "ლეგიონი" მოიპოვა, თქვა, რომ რუსეთის ლიდერი მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს როგორც უკრაინაში, ისე თავისივე ქვეყანაში ანადგურებს.
"ეს ასევე ტრაგედიაა რუსებისთვის და რუსეთის ფედერაციისთვის. ხალხს ეს ახლა არ ესმის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე გააცნობიერებენ რეალობას. რუსები კვდებიან - რისთვის? პუტინის ამბიციისთვის" - ამბობს კიევის მერი.
როცა გამოცემას კლიჩკო ესაუბრა, მაშინ ის რატუშნის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რატუშინი ცნობილი 2013 წელს, საპროტესტო აქციების დროს გახდა, ის უკრაინაში პრორუსი მთავრობის წინააღმდეგ გამოდიოდა.
დაურ ბუავას დედა საქართველოშია
1788194838
კარგი სიახლე რუსთავი-თბილისის მგზავრებისთვის
1788195872
შუქი გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი
1788186189