მათიკაშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: ქართული მიწა ნამდვილად არ სხვისდება

მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქართული მიწა არ სხვისდება.

„ქართული მიწა ნამდვილად არ სხვისდება. არსებული რეალური სტატისტიკიდან გამომდინარე სრულიად ტყუილია ის შფოთის შეტანის მცდელობა, თითქოს ამ ორ დასახლებაში მოხდება მოჭარბებით ქვეყნის არამოქალაქეების ჩამოსვლა.

ამ პირობებში, ის მაინც ბედავს, მიუხედავად იმისა, რომ იცის ხელშეკრულება, რომელიც იდება სახელმწიფოსთან კომერციულ საწყისებზე, ექვემდებარება გრიფით საიდუმლოს.

თვითონ ჰქონდა მსგავსი შემთხვევა, ანაკლიას ვგულისხმობ და დღეს ის მაინც ასეთ რამეებს ამბობს, რისი თქმაც არ შეუძლია ნებისმიერ სინდისიერ და პატიოსან ადამიანს“, - აღნიშნავს მათიკაშვილი.