კომპანია Cloudflare შეფერხებით მუშაობს, რამაც ვებგვერდების უმეტესობის გათიშვა გამოიწვია

Cloudflare

ამერიკული კომპანია Cloudflare, რომელიც ვებგვერდების უსაფრთხო მუშაობას უზრუნველყოფს, შეფერხებით მუშაობს, რის გამოც საიტების უმეტესობა მსოფლიო მასშტაბით გათიშულია. ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც Cloudflare-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია მომხდარის საქმის კურსშია და მის მოგვარებაზე მუშაობს.

„ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ სრულად გავერკვეთ აღნიშნული პრობლემის არსში და მისი მინიმიზაცია მოვახდინოთ. განახლებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ მსოფლიოში ასეულობით საიტი გაითიშა. პრობლემები შეექმნა სოციალურ ქსელ X-საც.