1728334168
მათიკაშვილი: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიეწოდება სრული სპექტრი იმ ინფორმაციისა, რაც მას სჭირდება საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და ასევე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაციის კარგად გასაცნობად
დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის საქართველოში ვიზიტი შეაფასა.
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მას მიეწოდება სრული ინფორმაცია, რაც კომისარს სჭირდება საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და ასევ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაციის კარგად გასაცნობად.
„მაღალი თანამდებობის პირი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით იმყოფება საქართველოში. ის შეხვდა ე.წ. ენჯეო სექტორს, სახალხო დამცველს, მას ექნება ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელთან შეხვედრა და მიეწოდება სრული სპექტრი იმ ინფორმაციისა, რაც კომისარს სჭირდება საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების, ასევე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაციის კარგად გასაცნობად და არა აღქმებით, ტყუილი, საფუძველს მოკლებული, თითიდან გამოწოვილი, არარსებული მოცემულობით განცხადებების გასაკეთებლად, რომელსაც ადგილი ჰქონდა სხვადასხვა აქტორის მხრიდან, როდესაც თავდასხმა მოუწყვეს ქართველ ხალხს BBC-ზე გასული წარმოუდგენელი ტყუილებით გაჯერებული ფილმით“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოში შეხვედრებს მართავს.












