ნინი ნებიერიძე გარდაცვლილ მეუღლეს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ემოციური პოსტით ემშვიდობება
1782766445
ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ, თუ აშშ ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ შეთანხმების პირობებს დაიცავს, ისლამური რესპუბლიკაც შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს.
„ურთიერთგაგების მემორანდუმი ორმხრივი პროცესია. თუ ამერიკული მხარე შეთანხმების პირობებს დაიცავს, ჩვენც შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს. უსაფუძვლო მუქარებსა და ძალის დემონსტრირების მცდელობებზე ჩვენი პასუხია გადაწყვეტილებების მიღებისას გონიერებასა და ადამიანურ ღირსებაზე დაყრდნობა, ხოლო მოქმედების დროს საკუთარი პოზიციის მტკიცედ და უშიშრად დაცვა“, - დაწერა პეზეშკიანმა.
ცნობისთვის, აშშ-მა და ირანმა 17 ივნისს ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები დაასრულა. დოკუმენტის გაფორმების შემდეგ მხარეებმა ვალდებულება აიღეს 60 დღის განმავლობაში შეიმუშაონ სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც გრძელვადიან მშვიდობას დაუდებს საფუძველს.