მართვის ჩამორთმეულ მოწმობებზე ამნისტია პარლამენტმა დღევანდელ სესიაზე უნდა დაამტკიცოს

 პარლამენტი

 მართვის ჩამორთმეულ მოწმობებზე ამნისტია პარლამენტმა დღეს სესიაზე უნდა დაამტკიცოს. პრემიერის ინიციატივის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.

სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო მოქალაქეებისთვის ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე, ფართომასშტაბიანი ამნისტია პირველი იანვრიდან ცხადდება, თუმცა ის არ ეხება იმ შემთხვევებს, რომელსაც ადამიანის გარდაცვალება ან მძიმედ დაშავება მოჰყვა; შეღავათი არ არის გათვლილი არც მძიმე ნარკოდანაშაულთანშემხებლობაში მყოფთათვის.

კანონპროექტი ითვალისწინებს სხვა ცვლილებებსაც.