მართლა არ მეგულება ევროპული ქვეყანა, სადაც პოლიცია ითმენდეს იმდენს, სპეცრაზმელები ითმენდნენ იმდენ შეურაცყოფას, იმდენ სროლას, რამდენსაც ითმენენ ჩვენი პოლიციელები - სოზარ სუბარი

sozar subari

მართლა არ მეგულება ევროპული ქვეყანა, სადაც პოლიცია ითმენდეს იმდენს, სპეცრაზმელები ითმენდნენ იმდენ შეურაცხყოფას, იმდენ სროლას, ამას პირდაპირ ეთერში ვუყურებდით ყველაფერს, რამდენსაც ითმენენ ჩვენი პოლიციელები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, ამის გამო მათ მადლობა უნდა ვუთხრათ.

„საქართველოში შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება არის აბსოლუტურად დაცული, ოღონდ შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება არ მოიცავს პოლიციელზე თავდასხმას, არ მოიცავს მოქალაქეებზე თავდასხმას, არ მოიცავს ტელევიზიების ჟურნალისტებზე თავდასხმას და ტელეკომპანიების ქონების განადგურებას. ეს არ მოიცავს პარლამენტისთვის ცეცხლის წაკიდებას, საახალწლო პიროტექნიკის სროლას პოლიციელებისთვის და პარლამენტის შენობისთვის, შუშების ჩამსხვრევას, პარლამენტში შეჭრას, საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრას და ა.შ. ეს არის კანონის დარღვევა და კანონის დარღვევას კანონის შესაბამისად უნდა გაეცეს პასუხი.

მართლა არ მეგულება ევროპული ქვეყანა, სადაც პოლიცია ითმენდეს იმდენს, სპეცრაზმელები ითმენდნენ იმდენ შეურაცხყოფას, იმდენ სროლას, ამას პირდაპირ ეთერში ვუყურებდით ყველაფერს, რამდენსაც ითმენენ ჩვენი პოლიციელები და ამის გამო მათ მადლობა უნდა ვუთხრათ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.