მარიამ ქვრივიშვილი: ყველა ტურისტული კომპანია ხაზს უსვამდა იმას, რომ საქართველო დღეს, ისე, როგორც არასდროს, გამოირჩევა, სწრაფი ზრდის დინამიკით. ისინი ხედავენ, რომ საქართველოში მეტი და მეტი ახალი საერთაშორისო ავიაკომპანია იწყებს ფრენას

მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის M&I Tbilisi - 2024-ის გამართვის მნიშვნელობაზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

„ყველა კომპანია ხაზს უსვამდა იმას, რომ საქართველო დღეს, ისე, როგორც არასდროს, გამოირჩევა, სწრაფი ზრდის დინამიკით, ისინი ხედავენ, რომ საქართველოში მეტი და მეტი ახალი საერთაშორისო ავიაკომპანია იწყებს ფრენას, რაც მათთვის პირდაპირი სტიმულია, საქართველოსთვის გაყიდვები გააძლიერონ. მათ უკვე აქვთ შესაძლებლობა, პირდაპირი ფრენების მეშვეობით სხვადასხვა ევროპული ქალაქიდან ამოგზაურონ მათი ტურისტები. შესაბამისად, დადებითად შეფასდა ჩვენი სტრატეგიისა და აღსრულების შედეგები, რაც ავიაციის ინდუსტრიაში გვაქვს. ასევე, დადებითაც შეფასდა უსაფრთხოება, საემიგრაციო ლიბერალური პოლიტიკა და ძალიან დადებითად შეფასდნენ ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენლები“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის M&I Tbilisi – 2024-ის ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობდა. ღონისძიებაში ტურისტული სერვისის მიმწოდებელი 83 ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა.