რუსეთმა ოდესა დრონებით დაბომბა - დაიღუპა ერთი ადამიანი
1752901825
მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება განათლების მიმართულებით, რაც პირველ რიგში უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს ის ინტელექტუალური რესურსი, რომლითაც წინ წავა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა.
წამყვანმა მას ჰკითხა, რა სიახლეები იგეგმება განათლების სფეროში მაშინ, როდესაც ის ცოტა ხნის წინ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.
„147-ე სკოლაში დავესწარი ეროვნული გამოცდების დაწყებას. მინდა პირველ რიგში დიდი წარმატება ვუსურვო ჩვენს ახალგაზრდებს. ძალიან მადლობელი ვარ ჩემი გუნდის, ნდობისთვის და ასეთი პასუხისმგებლობის ჩაბარებისთვის. მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება განათლების მიმართულებით, რაც პირველ რიგში უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს ის ინტელექტუალური რესურსი, რომლითაც როგორც წინ წავა, ასევე სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა იქნება“, - აღნიშნა ლაშხმა.