„ხინკლის სახლის“ სამზარეულოში 21 წლის ახალგაზრდამ მძიმე დაზიანება მიიღო
1737289807
ლარსზე არაფერი ხდება ისეთი, რაც წლების განმავლობაში არ იყო. ატეხილი აჟიოტაჟი არის ლოგიკური გაგრძელება იმ ყველაფრის, რაც დაიწყო ხატია დეკანოიძის „ეჭვით“, შემდეგ დაზვერვის ინფორმაციით. ეს ერთი ხაზია. მოვთხოვეთ უკრაინულ ოფიციალურ უწყებებს ან ბოდიში, ან მტკიცებულებები და ე.წ. მტკიცებულება „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ტელევიზიამ დაალაგა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო და საქართველოს რა თქმა უნდა, ასეთ მომენტებში ამკაცრებს კონტროლს საბაჟოებზე და მსგავს საკითხებზე. ყველა უწყება მოტივირებულია, რომ რაღაც სასპეკულაციო საკითხი არ მისცენ ამით დაინტერესებულ ადამიანებს. საბაჟოზეც ყველაფერი მოწმდება. „ნაცმოძრაობის“ იმ ტელევიზიას, რომელმაც ეს კადრები გაავრცელა, ერთი ზარი უნდოდათ გადასამოწმებლად. ხომ იციან რომელი უწყებაა, ვინ ანბაჟებს, პრესსამსახურებთან ხომ აქვთ ურთიერთობა, ერთი ზარი სჭირდებოდათ, რომ გადაემოწმებინათ სანამ ამ დამზაფრავ ინფორმაციას გაავრცელებდნენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.