მამუკა მდინარაძე: ჯო უილსონი ღამე იღვიძებს და X-ზე დატვიტავს ხოლმე რაღაცებს. ყველა სხვადასხვა ფასიანი განცხადებაა. 1000-დოლარიანი მოკლე და ბუნდოვანია, 3-4 ათასდოლარიანი უფრო ვრცელი და გამჭოლი

მამუკა მდინარაძე

ჯო უილსონი ამ ბოლო დროს არის ერთადერთი, ვინც კიდევ ბედავს, რომ ფულის სანაცვლოდ აშშ-დან საქართველოს წინააღმდეგ უდიდესი მავნებლობა ჩაიდინოს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

„ჯო უილსონი ღამე იღვიძებს და X-ზე დატვიტავს ხოლმე რაღაცებს. ყველა სხვადასხვა ფასიანი განცხადებაა. ათასდოლარიანი მოკლე და ბუნდოვანია, 3-4 ათასდოლარიანი უფრო ვრცელი და გამჭოლი. რეალურად, ეს ადამიანი არის ერთადერთი ამ ბოლო დროს, ვინც კიდევ ბედავს, რომ ფულის სანაცვლოდ უდიდესი მავნებლობა აშშ-დან საქართველოს წინააღმდეგ ჩაიდინოს. რაც ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტია, ამერიკელები თავს იკავებენ ასეთი მავნებლური განცხადებებისგან. მხოლოდ ამ ადამიანს შემორჩა და ჩალის ფასი არ აქვს ამ ბოლო დროს უილსონის განცხადებებს“,- აღნიშნა მდინარაძემ.