Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა
1734033334
ეს გადაწყვეტილება მინდა მივულოცო „ქართული ოცნების“ ყველა წევრს და მხარდამჭერს, მით უმეტეს, როდესაც ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს გუნდს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ყველა კარგად ხვდება რამდენად დიდია მისი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში და ამ ფაქტორის გათვალისწინებით ეს არის უდიდესი წინსვლა და უდიდესი ახალი კარგი ამბავი. მიზეზებზე თავად ისაუბრა, დასამალი აქ არაფერია; იმ რისკების გათვალისწინებით, რომელიც ოპოზიციის პრაქტიკულად არარსებობას მოჰყვება ხოლმე ქვეყანაში, გაგრძელებული იმ კონსოლიდაციის აუცილებლობით, რაც უნდა მოხდეს როგორც გუნდის, ასევე ხალხის, იმიტომ, რომ ქვეყანას არაერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა აქვს, რასაც სრული კოორდინაცია, რისკების აბსოლუტური დაზღვევა და გონიერი გათვლები სჭირდება, რაშიც ბუნებრივია ბატონი ბიძინა უმნიშვნელოვანეს მონაწილეობას მიიღებს. ამ მიმართულებით მისი რჩევები და მასთან კონსულტაციები ფასდაუდებელია“, - განაცხადა მდინარაძემ.