მამუკა მდინარაძე აქციის მონაწილეებზე: ტრენინგებზე ასწავლეს, რომ ხელისუფლებას უნდა შეუქმნა ჩიხური სიტუაცია. ერთ-ერთი ასეთი არის მძიმე პიროვნული შეურაცხყოფა

მამუკა მდინარაძე

მათ [აქციის მონაწილეებს] ტრენინგებზე ასწავლეს, რომ ხელისუფლებას უნდა შეუქმნა ჩიხური სიტუაცია. ერთ-ერთი ასეთი არის მძიმე პიროვნული შეურაცხყოფა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში.

„ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ტრენინგებზე ნასწავლ ამ მავნებლობას რაღაც უნდა დავუპირისპიროთ. ტრენინგებზე ასწავლიან, რომ უნდა ჩამოუშალონ ავტორიტეტი პოლიციელს, მის მაღალჩინოსან, პოლიტიკოსს. გაჩუმდები, წამგებიან სიტუაციაში ხარ, რაღაცას იტყვი - ეს როგორ კადრულობსო. შენ ამას უნდა მიუდგე სახელმწიფოებრივად და ამისათვის ერთადერთი გამოსავალი არის სახელმწიფოებრივი სწორი იძულება, რომ ეს ცუდი საქციელი აკრძალო და აღკვეთო პრევენციული ზომებით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა ცვლილებები რომლებიც რამდენიმე მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები.