წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1768935842
„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე მამუკა კიზირია „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ დედაქალაქსა და მის შემოგარენში ქუჩების თოვლისგან გაწმენდა გრძელდება იმისათვის, რომ არ შეფერხდეს მოქალაქეების გადაადგილება და საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობა.
„ქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო „თბილსერვის ჯგუფის“ სპეცტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა უწყვეტ რეჟიმში, 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ. ქალაქის მასშტაბით გაწმენდილია ყველა ცენტრალური მაგისტრალი, ასევე ქალაქის შემოსასვლელი, ხიდები და პანდუსები. „თბილსერვის ჯგუფის“ არცერთი თანამშრომელი, სპეცტექნიკა არ გაჩერდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება, სანამ არ ჩაიხურება ყველა ცხელი ხაზი და არ გაიწმინდება ყველა სავალი ნაწილი“, - აღნიშნა კიზირიამ.