სანქციებთან დაკავშირებით, უკრაინის მხრიდან არავითარი კატეგორიული მოთხოვნები თუ პირობების წაყენება არ ყოფილა - არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე

"არავითარი კატეგორიული მოთხოვნები თუ პირობების წაყენება სანქციებთან დაკავშირებით, უკრაინის მხრიდან არ ყოფილა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველა ძირითადი საერთაშორისო სანქციების ნაწილი გახლავთ საქართველოც", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება ორმხრივ დამატებით შეზღუდვებს თუ სანქციებს, ამაზე ჩვენი არგუმენტები გავაცანით, რაც აბსოლუტურად გასაგები იყო რადას სპიკერისთვის და დარწმუნებული ვარ, სხვა კოლეგებისთვისაც, ვინც ესწრებოდა შეხვედრას. ეს ვიზიტი, გარდა იმისა, რაც იყო მისი უპირველესი დანიშნულება, რომ მხარდაჭერა გამოგვეხატა უკრაინაში, გვეთქვა სამძიმარი, დაეხმარება ჩვენ ურთიერთობებს და იმ კეთილგანწყობას, რომელიც უკრაინაში ვიზიტის დროს იყო“,- განაცხადა თალაკვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში .