„სრულიად საქართველოს მოსახლეობასადმი“ - საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1759306252
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დააფიქსირა თავისი პოზიცია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენების იდეის შესახებ და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის დაცვის მნიშვნელობას.
ჟურნალისტებთან საუბრისას, მაკრონმა განაცხადა, რომ იგი ეთანხმება ბელგიის პრემიერ-მინისტრს, ბარტ დე ვევერს, რომელიც კრიტიკულად აფასებს ევროკომისიის ამ ინიციატივას.
„როდესაც აქტივები გაყინულია, აუცილებელია საერთაშორისო სამართლის დაცვა. ეს არის ის, რაც ბელგიის პრემიერ-მინისტრმაც შეგვახსენა“, - განაცხადა მაკრონმა.