წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1763405990
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ისრაელში დასრულდა. მაკა ბოჭორიშვილმა ბოლო შეხვედრა ქნესეთის თავმჯდომარესთან გამართა. პარლამენტის სპიკერმა ბოჭორიშვილს დახურულ კარს მიღმა უმასპინძლა.
საუბარი შეეხებოდა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობების პერსპექტივას. აღინიშნა, რომ საქართველოს და ისრაელს არაერთ სფეროში აქვს განსაკუთრებულად მეგობრული ურთიერთობა. ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზეც.