სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას კონფლიქტის შემდეგ, შენგელიას ექს მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1759829249
ჩვენ ვხედავთ და ვაფასებთ იმ საქმიანობას, რომელსაც ზოგიერთი ქვეყნის ელჩი საქართველოში ახორციელებს, რაც მიუღებელია, თუმცა საქართველო ინარჩუნებს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, რადგან ვუფრთხილდებით წლებით ნაშენებ ურთიერთობებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტებზე როდესაც ხდება თავდასხმა, ისმის მოწოდებები არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების დამხობაზე და ამას არ დაერქმევა სახელი, არ შეიძლება, არ იყოს განხილული მოვლენების ირიბ წახალისებად.
„სახელმწიფო ინსტიტუტებზე როდესაც ხდება თავდასხმა, ისმის მოწოდებები არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების დამხობისკენ, ხდება თავდასხმა ჟურნალისტებზე და პოლიციელებზე და ამას არ დაერქმევა სახელი, არ იქნება შეფასებული, არ შეგვიძლია, არ განვიხილოთ მოვლენების ირიბ წახალისებად, რა მოვლენებიც ტრიალებს საქართველოში. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ძალიან კარგად ვაფასებთ ყველა მოვლენას, ყველა ელჩის ქმედებას, კარგად ვაფასებთ და ვიცით, რასთან გვაქვს საქმე. თუმცა გვაქვს ასევე ჩვენი მოქმედების პრინციპები და ამას ვაცნობთ საზოგადოებას. პრემიერ-მინისტრს არაერთხელ უთქვამს, რომ ვრჩებით ცალმხრივად მეგობრობის, პარტნიორობის რეჟიმში იმ ქვეყნებთანაც კი, რომლებიც უხეშად ერევიან ქვეყნის საშინაო საქმეებში. ჩვენ კარგად ვიცით, რა წერია ვენის კონვენციაში, ზუსტად ვიცით, როგორი ქცევა შეესაბამება ვენის კონვენციას. ჩვენც გვყავს დიპლომატები და ისინი არ ერევიან სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში, ამას თუ გააკეთებენ, ზუსტად ვიცით, რომ ქვეყანას ექნება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ვხედავთ და ვაფასებთ იმ საქმიანობას, რომელსაც ზოგიერთი ქვეყნის ელჩი ახორციელებს საქართველოში, რაც მიუღებელია, თუმცა ამ მოქმედებების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, რადგან ვუფრთხილდებით წლებით ნაშენებ ურთიერთობებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.