დედამიწაზე დღე-ღამის ხანგრძლივობა იცვლება - კვლევა
1770221692
ეს ფორმატი, რომელიც აერთიანებს სახელმწიფოების ლიდერებს, ბიზნესწრეებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვან ფორმატად ჩამოყალიბდა მსოფლიო მთავრობათა სამიტი, ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოსთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება მსოფლიოში, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების და ცვლილებების კუთხით. ამ მოცემულობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ დაიკარგოს საქართველოს ინტერესები.
„ის როლი, რაც შეიძლება შეასრულოს ჩვენმა ქვეყანამ თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად უნდა შეასრულოს. ეს პლატფორმა ჩვენთვის არის საშუალება, რომ რაც შეიძლება ფართო წრეებს ვესაუბროთ საქართველოს შესახებ, საქართველოს პოტენციალის შესახებ და იმ ხედვის შესახებ, რაც ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრს ჰქონდა არაერთი შესაძლებლობა სამიტის ფარგლებში, რომ მონაწილეობა მიეღო სხვადასხვა ტიპის დისკუსიებში, სხვადასხვა საკითხზე, რაც სწორედ ამ მიზნით იყო გამოყენებული, რომ საქართველო საუკეთესოდ ყოფილიყო წარმოჩენილი“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა დელეგაციის მიერ გამართულ ორმხრივ შეხვედრებზეც.
„ჩვენ ასევე გვქონდა ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი არის ძალიან დიდი. ეს ინტერესი პირველ რიგში გამოწვეულია ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობით, მაგრამ გარდა გეოპოლიტიკური მდებარეობისა, იმ ეკონომიკური პოლიტიკით, რომელიც საქართველოს აქვს ბოლო წლების განმავლობაში და რამაც ჩვენი ქვეყანა ჩამოაყალიბა ინვესტიციებისთვის მიმზიდველ ქვეყნად და ბიზნესის კეთებისთვის მიმზიდველ ქვეყნად.
ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით ყურის ქვეყნების საბჭოს გენერალურ მდივან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გახლდათ იმ თვალსაზრისით, რომ ყურის ქვეყნებთან ორმხრივ ჭრილში ურთიერთობების განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არაერთი მიმართულებით, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კუთხით, ასევე ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ეს რეგიონი მსოფლიოს ნებისმიერი რეგიონისთვის მიმზიდველია ამ მიმართულებით და ეს ინტერესი, რაც მათ აქვთ საქართველოსთან მიმართებაში, ძალიან ხელსაყრელია ჩვენთვის“, - განმარტა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ექნება უნიკალური შესაძლებლობები, რადგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომელიც დღეს აქვს ქვეყანას, კიდევ უფრო გაფართოვდება, დიდ არეალს დაფარავს და უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს.
„ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, ჩინეთთან, მეზობელ ქვეყნებთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ასევე, ვაფართოებთ ამ არეალს და ყურის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება“, - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.