ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც 2026 წლის აპრილში დიდი სიურპრიზი ელის
1775238524
„ჰაუსში“ სამი აუტსაიდერი გამოვლინდა. პროექტში დარჩენისთვის მუზები, ლაშა და დავითი იბრძვიან.
პროექტი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც, მონაწილეებისთვის, ხმის მიცემის ინსტრუქციაა მოცემული:
„ხმის მიცემა გრძელდება! ხმის მიცემა შეწყდება პარასკევს ლაივის დროს;
ხმის მიცემა შესაძლებელია სატელეფონო ზარების, სმს-ებისა და ფეისბუქ მესენჯერის საშუალებით;
მონაწილეებს მინიჭებული აქვთ მხარდამჭერი ნომერი, რომელიც გამოსახულია ფოტოზე;
მობილურით დარეკვისა და სმს-ის ღირებულება შეადგენს: 50 თეთრს;
ხმის მიცემა შესაძლებელია ნებისმიერი ქსელით.
ზარებისა და სმს-ების დაფიქსირება შეგიძლიათ შეუზღუდავად;
ფეისბუქ მესენჯერში თქვენი ხმის დასაფიქსირებლად უნდა გახსნათ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე პირადი შეტყობინების ფანჯარა და მოგვწეროთ - getstarted, შემდეგ კი ხმა მისცეთ თქვენს რჩეულ მონაწილეს.
ფეისბუქზე ხმის მიცემა შეგიძლიათ ყოველ 10 წუთში
შეგიძლიათ გადაანაწილოთ თქვენი ხმები სხვადასხვა მონაწილეზე, ან აირჩიოთ მხოლოდ 1 ფავორიტი.
ხალხის რჩეული გამოვლინდება პარასკევს, პირდაპირი ეთერის დროს!“, - ნათქვამია განცხადებაში.