დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
დღეს ჩვენ ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობაზე. აქ ხდება მნიშვნელოვანი პროცესები, მნიშვნელოვანი მოვლენები. დღეს შეცდომა იქნებოდა და დანაშაული, რომ ჩვენ თვალს ვხუჭავდეთ იმაზე, თუ რა ხდება ცენტრალურ აზიაში და ჩვენ რაღაცნაირად თავს ვიკავებდეთ ამ ქვეყნებთნ ურთიერთობებში, რადგან ჩვენი კურსი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, გადაცემა „დღის თემაში“ საუბრისას.
მისი თქმით, მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის მიმზიდველი გეოპოლიტიკური მდებარეობის დახმარებით ქვეყნისთვის სარგებლის მოტანას და საერთაშორისო სცენაზე საქართველოს უკეთ წარმოჩენას.
„საგარეო პოლიტიკა ბევრად უფრო ფართო მცნებაა. უფრო ბევრი რამ არის, ვიდრე მხოლოდ იმ კურსის განხორციელება, რაც კონსტიტუციაში გვიწერია. ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან მიმზიდველი გეოპოლიტიკური მდებარეობა. ამ მიმზიდველმა გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ ძალიან ბევრი გამოწვევა გვაჩვენა ჩვენი ისტორიის განმავლობაში. მაგრამ დღეს, მოცემულ მომენტში, როდესაც გარშემო ძალიან ბევრი რამ ხდება, ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რომ ქვეყანამ ამ გეოპოლიტიკური მდებარეობისგან მიიღოს არა გამოწვევები, არამედ სარგებელი და უკეთესად იყოს წარმოჩენილი საერთაშორისო სცენაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დაკავშირებადობაზე“, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.