დედამიწაზე დღე-ღამის ხანგრძლივობა იცვლება - კვლევა
1770221692
ვხედავთ [ევროკავშირის რიგი წევრი სახელმწიფოების] დამოკიდებულებას - საერთოდ გასული არიან რეალობის აღქმიდან და დღეს ვხედავთ ასევე ეუთოს გამოყენების მცდელობებს, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკაში“. საგარეო საქმეთა მინისტრს კითხვა დაუსვეს საქართველოში ეუთოს წარმომადგენლობის ვიზიტთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ხელისუფლება იცავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და დასამალი არაფერი აქვს, ამიტომ მათ შეუძლიათ საქართველოში ჩამოვიდნენ და მიმდინარე პროცესები შეაფასონ.
„საქართველო არის ეუთოს მონაწილე ქვეყანა, ჩვენთვის ეს ორგანიზაცია მნიშვნელოვანია, იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. როდესაც წევრები ვართ, რა თქმა უნდა ჩვენი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ყოველთვის იყო აღნიშვნის ღირსი. საქართველოს ხელისუფლება სრულიად არასამართლიანად მიიჩნევს იმ კრიტიკას, რომელიც რიგი წევრი სახელმწიფოებისგან მოდის (და ძირითადად ეს იგივე სახელმწიფოებია, რომლებიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არიან) ჩვენ ვნახეთ, რომ ეს აქტორები ცდილობენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის გამოყენებას გარკვეული პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. ჩვენ ვიხილეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უტილიზაცია ამ მიზნებისთვის, ევროპარლამენტზე აღარ ვისაუბრებ; ვხედავთ მათ დამოკიდებულებას, - საერთოდ გასული არიან რეალობის აღქმიდან და რეალური მოქმედების სივრციდან და დღეს ვხედავთ ასევე, მცდელობებს, ეუთოს გამოყენებისა. მინისტერიალის ფარგლებში ამაზე მე მქონდა საუბარი, მაშინ გავაჟღერე კიდეც, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს და ვხედავთ, რომ რამდენიმე ქვეყანას აქვს ამის მცდელობა. მიუხედავად ამისა ჩვენ ღია ვართ, ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი. ჩვენი ხელისუფლება აკეთებს იმას, რომ იცავს ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს და რა თქმა უნდა თუ კი ეუთოს გარკვეული მექანიზმების ფარგლებში ვინმეს აინტერესებს თუ რას აკეთებს საქართველო, მათ შეუძლია ჩამოვიდნენ, ნახონ და შეაფასონ ეს პროცესები. რამდენად ობიექტურად შეაფასებენ ამ ყველაფერს, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ჩვენი მხრიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი, არაფერია ისეთი, რაზედაც შეიძლება საუბარი გვეუხერხულებოდეს რომელიმე ექსპერტთან და ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, თუკი ვინმეს აინტერესებს, გავუზიაროთ ჩვენ მოსაზრებები“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.