მაკა ბოჭორიშვილი კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მეოთხე რაუნდის ფარგლებში შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანთან, აჰმად ჰასენ ალ-ჰამადისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგსა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე.

გამოითქვა თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების მზაობა და ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.