მარტა ბარამიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
1751968421
ძალიან კარგად აიხსნა, რატომაც ხდება არჩევნებში ხმის მიცემის წესთან დაკავშირებული ინიციატივის განხილვა, რა დგას ამის უკან და რას ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობისგან არ იზღუდებიან.
„ყველას აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ციფრები კვლავ კარგი დასტური იქნება, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს არჩევნებზე, მაგალითად, საზღვარგარეთ ჩატარებულ არჩევნებს, ფაქტობრივად – არანაირი. თუმცა, მეორე მხრივ, როდესაც ვხედავთ, როგორ ხდება არჩევნების საკითხის გამოყენება გავლენის მოსახდენად, ეს უკვე მეორე საკითხია. ისევ და ისევ დემოკრატიის პრინციპების, ჩვენი მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის დაცვის თვალსაზრისით ეს არის სწორი ნაბიჯი, რომელიც ქვეყანამ უნდა გადადგას, რათა არჩევნები და არჩევნების საფუძველზე დემოკრატია საქართველოში იყოს დაცული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა.