13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
„იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება არის გაგრძელება იმ უსაფუძვლო და უსამართლო დამოკიდებულების, რასაც ვხედავთ საქართველოსთან მიმართებაში ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ბოლო დღეებში იყო მცდელობა, დასანქცირებულიყო რაიმე ქართული.
„საუბარი იყო ქართული პორტის სანქცირებაზე, რაც თავიდან იქნა აცილებული ერთადერთი მიზეზით, არ არსებობს არანაირი საფუძველი ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის. საქართველო ზედმიწევნით ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რაც აქვს აღებული სანქციების თავიდან აცილებასთან დაკავშირებით.
აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა ის მცდელობები, რასაც ვხედავთ. რაც შეეხება ტელევიზიების დასანქცირებას, წარმოუდგენელია მაშინ, როდესაც ერთი მხრივ ადვოკატი ხარ თავისუფალი სიტყვის, მეორე მხრივ ერჩოდე ტელევიზიას და თან არგუმენტად მოგყავდეს, რომ ეს ტელევიზიები არის პოპულარული. მას ჰყავს მაყურებელი და გამზიარებელი, ეს არის წარმოუდგენელი, სრულიად უსაფუძვლო თავდასხმა კიდევ ერთხელ საქართველოსთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.