გიორგი კალანდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1771229799
განხორციელდება მაღალი დონის ვიზიტები სლოვაკეთში, იქნება პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტები. ასევე, მოველით, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი განხორციელდება საქართველოში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
„დღეს ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგზე, პოლიტიკური დიალოგი საკმაოდ დინამიკურად ვითარდება. განხორციელდება მაღალი დონის ვიზიტები სლოვაკეთში, იქნება პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტები. ასევე, მოველით, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი განხორციელდება საქართველოში და ეს დინამიკა, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების კუთხით, იქნება შენარჩუნებული მთელი წლის განმავლობაში.
ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, პოტენციალი ნამდვილად არსებობს უფრო მეტი ჩვენს ქვეყნებს შორის. როგორც ახსენეთ, ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი შეთანხმება გასულ წელს არის კარგი საფუძველი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.
მივესალმებით დიპლომატიის წარგზავნას საქართველოში, რომელიც იმუშავებს ეკონომიკურ საკითხებზე. ჩვენ მზად ვართ ვუმასპინძლოთ სლოვაკეთის მხარის დელეგაციას, რათა ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის პოტენციალი სრულად იყოს ჩვენს ქვეყნებს შორის გამოყენებული, ათვისებული, ხელი შევუწყოთ ჩვენს კავშირებს, ბიზნესსაზოგადოებებს შორის დაკავშირებას და ამ მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.