1765569542
მაკა ბოჭორიშვილი ფიშერზე: ვხედავთ კარგად, ვაცნობიერებთ, რომ კონკრეტული ქმედებები წინააღმდეგობაში მოდის ვენის კონვენციის დებულებებთან, თუმცა ასევე ვთქვით, რომ კომენტარებს კონკრეტული ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით არ გავაკეთებთ
ვხედავთ კარგად, ვაცნობიერებთ, რომ კონკრეტული ქმედებები წინააღმდეგობაში მოდის ვენის კონვენციის დებულებებთან. თუმცა, ასევე ვთქვით, რომ კომენტარებს კონკრეტული ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით არ გავაკეთებთ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გერმანიის ელჩთან დაკავშირებით.
ბოჭორიშვილის თქმით, შეუძლებელია ყველა მის ქმედებასთან დაკავშირებით საჯარო განცხადებები ჰქონდეთ.
„ვხედავთ კარგად, ვაცნობიერებთ, რომ კონკრეტული ქმედებები წინააღმდეგობაში მოდის ვენის კონვენციის დებულებებთან. თუმცა, ასევე ვთქვით, რომ კომენტარებს კონკრეტული ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით არ გავაკეთებთ და შეუძლებელია ყოველ მის ქმედებასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდეს საჯარო კომენტარები, საჯარო განცხადებები.
ჩვენ არ დავაზიანებთ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, გავუფრთხილდებით ქვეყნებს შორის ურთიერთობებს და არ მივყვებით იმ დღის წესრიგს, რაც მიმართულია ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაზიანებაზე“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის იმ ადამიანების გვერდით დგას, რომლებიც საქართველოში კანონის გვერდის ავლით ძალადობრივ პროცესებს აფინანსებენ.












